ვაკანსია N5

კოლეჯი მოდუსის პარტნიორი ორგანიზაცია, სავაჭრო და გასართობი ქალაქი  East Point • ისთ ფოინთი აცხადებს ვაკანსიას  სანტექნიკოსიპოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების გამართული, შეუფერხებელი და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა.
  • სისტემების ნაადრევი ცვეთის მიზეზების შესწავლა და მათი თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება.
  • ისთ ფოინთის ტერიტორიაზე არსებული აუზების და მათი სატუმბი სადგურების პერიოდული დასუფთავება/მოვლა და ქიმიური პრეპარატებით უზრუნველყოფა.
  • ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების მუშაობის ხარისხის, საიმედოობის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების შეკვეთაში მონაწილეობის მიღება
  • სანიტარულ-ტექნიკური სისტემების კომპლექსური ტესტირება. შეკეთებული სისტემების მომზადება ექსპლუატაციაში გასაშვებად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

  • ტექნიკური განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ცენტრალური გათბობის, აუზების და სატუმბი სადგურების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების მიმართულებით
  • პასუხისმგებლობა
  • ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი

ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები + ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და ფოტო შემდეგ მისამართზე: vacancy@eastpoint.ge არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.  სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

en_USEnglish