ვაკანსია N13

სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას სამკერვალო წარმოების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე მარნეულში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
** პროგრამის შემუშავებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება და სამუშაო გამოცდილება: პროფესიის მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება

საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტები:

** საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ;
** პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
** სსიპ კოლეჯი მოდუსის წესდება;

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Word;
** Microsoft excel;
** Microsoft Power Point;
** Internet;
** Outlook;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული “თანდართული ფაილი” (CV) ჩამონათვალში მონიშნეთ ის მოდულები, რომელთა სწავლის სურვილი და კომპეტენციაც გაქვთ და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი.

სსიპ კოლეჯი მოდუსი მარნეული
ტელეფონი: 577 95 90 36

ka_GEGeorgian